Psychonaut 4
Album • 2020
როცა ქუჩაში დღისით, მზისით, შენს ფეხებთან კლავენ კაცს. როცა ფიქრობ, რომ პასუხი იცი და იმედით უმზერ ცას. როცა ოთახში მარტო ზიხარ, ვერ იხსენებ რისი გწამს. და მარადისობაზე ფიქრში, ელოლიავები წამს. შენ ხვდები, რომ ვერაფერს ხვდები, იბადები და ნელ-ნელა კვდები. როცა თავიდან ახელ თვალს, იფურჩქნები და ისევ ხმები. როცა ეძებ საკუთარ თავს და უსმენ გულის ხმას. შენ იპოვი რასაც ეძებ, თუ არ დაყრი ფარ-ხმალს. ეძებ შენს თავს, ეძებ შენს მსგავს. როცა უყურებ როგორ კარგავს, სამყარო ცხოვრების აზრს. როცა უყურებ როგორ ართმევს, მოხუცი სიცოცხლეს ბავშვს. როცა უყურებ შენს თავს და ხედავ ვიღაც სხვას. როცა დინებას მიყავხარ და ამაოდ ეჭიდები ხავსს. შენ ხვდები, რომ ვერაფერს ხვდები, იბადები და ნელ-ნელა კვდები. როცა თავიდან ახელ თვალს, იფურჩქნები და ისევ ხმები. როცა ეძებ საკუთარ თავს და უსმენ გულის ხმას. შენ იპოვი რასაც ეძებ, თუ არ დაყრი ფარ-ხმალს. გთხოვ, ნუ დაყრი ფარ-ხმალს.
დღესაც გიშველის "არავინ". ნუგეშს ეძებს არავინ "არავინ". ამ ომს მოიგებს "არავინ". და გადარჩება დღეს "არავინ" ვხედავ გახრჩობს ცრემლები, რა გიშველო მითხარი,გევედრები. ვხედავ გათრობს ფიქრები, მითხარ რას მისტირი რად იტანჯები? ფქვილი სითხედ მიქცევია, მარილის ორთქლად მიფრენია. სიმარტოვე ჩემი ბედია ამ ქალაქს რაც სჭირს - ტრაგედიაა. შენ,შენ ეს გესმის - სიგიჟე,ნაგლეჯი ფოლგის. შენ,შენ ეს იცი - შენ ხარ ის "არავინ". ვხედავ გახრჩობს ცრემლები, რა გიშველო მითხარი,გევედრები. ვხედავ გათრობს ფიქრები, მითხარ რას მისტირი რად იტანჯები? ვხედავ გამტვრევს ტკივილი,რას მიეჩვიე ძლიერ და ვერ ელევი? ვხედავ დაგსდევს სიკვდილი,დღეს შინ მოდი და გავიხსენოთ ღიმილი. ვხედავ,გახრჩობს ცრემლები ვხედავ,გათრობს ფიქრები ვხედავ,გამტვრევს ტკივილი ვხედავ,დაგსდევს სიკვდილი მე,მე ვნახავ გზას, მე დავაღწევ თავს. მე,მე ვნახავ გზას, მე გავართმევ თავს. მე,მე ვნახავ გზას, მეც გადავცურავ ზღვას. მე,მე ვნახავ გზას, მე არ მოვიკლავ თავს. ქლორის გემო მაქვს პირში ნესტის სუნი კი ცხვირში. ამ ყოველდღიური ფიქრთა სიმძიმე მატლად მესევა ტვინში რისი თქმაც მინდოდა შენთვის, ვეღარ ვიპოვნე ჩემში. როცა მეგონა ავფრინდებოდი, გადავიჩეხე ხევში. ახალგაზრდას ხომ სიკვდილი დასდევს. მოხუცს ალბათ გარდაცვალება შენს თავს ამაღამ სიკვდილს გამოვგლეჯ, გავუძლებთ ერთად ჩვენ ამ წამებას. ჩვენი სიკვდილის რომანტიზება ვერ ნახავს შუქსა დილის ცისკრისა. როგორს ცაში აჭრილი გედის სიმღერა ან პაემანი იმ ყივჩაღისა
Submitted by Iron_Wraith — Apr 26, 2025
ვსუნთქავ და ყველა ამოსუნთქვით ვიცლები. ვფიქრობ და ყველა სცენარში ვინგრევი. ვცოცხლობ იქამდე, სანამ არ გარდავიცვლები. მე ისევ ის აღარ ვარ, მე ხომ არ ვიცვლები. ამას ინანებ იცი. ახალი დღე, ახალი ფიცი. ეგ შენი ცხოვრებაა და არა სხვისი. სინათლე იკარგება ნისლში. და შენ როგორ ხარ? ფიქრები ჭაობია, სადაც ვიძირები. (ეკლებიანი) ორმოა და იქ არ ჩადის მზის სხივები. ხელს ვერ გიწვდით, მე ხომ მადევს ბორკილები. ხმას ვერ ვიღებ, ენაზე დამაჭირეს კბილები. მე ვიცი გადავარჩენ სულს, სიცარიელეს არ გავატან გულს. სიბნელეს გაჭრის სხივი. კარგად ვარ, სულ ამას ვიტყვი. და შენ როგორ ხარ?...
Submitted by Warbringer — Apr 26, 2025
With the soundless weight Heavy silence pushed me (down the floor) Anxiety rolls in me like a wave A wave of desire to do something terrible to myself But I will not allow let the darkness to break out again Outside, beyond me My smiling face will hide this horror from you It is better this way for everyone I was deaf, I was blind and stupid Until I learned to talk to myself, to my ego But what is myself made of? A mixture of bittеrness, anger, humor and immorality Can this be callеd a good personality? Will anyone love me? Will anyone love me? The monster sleeps inside of me Which with every drink is trying to break out I am often dangerous for myself and for all I am like a deep-sea mine Don't get too close to me Don't get too close to me! Sana, sana, sana - cura, cura, cura Sana, sana, sana - cura, cura, cura Sana, sana, sana - cura, cura, cura Sana, sana, sana - cura, cura, cura "I've never felt sorry for anything I've done other than hurting my family. They're the only thing I feel sorry for... I'm not looking for forgiveness and I'm not repenting. I know I'm wrong... I'm wrong. I do want my family to forgive me. Oh boy, I ain't gonna make this one. Oh, shit. This would never be me; this would not be me. I feel for my family. You see The Iceman crying? Not very macho... but I have hurt people that mean everything to me. They're the only people that mean anything to me."
Submitted by Infernal Flame — Feb 17, 2026
მკვდარი მიწა, მკვდარი ქვები. ფრჩხილებში ტალახი, ნაცრისფერი - შენ ხო ხვდები? არც ისე ღრმად ხარ დამარხული, გპოულობ მე, უძილობით მოწამლული. მკვდარი გრძნობით, კანკალით ხელში, დამალობანას თამაშში ჩავერთვები. ანთებული თვალებით (მარილის) ორთქლს მივყვები. კიდევ ერთი (შეჯდა), კიდევ ერთი (ჩაჯდა), კიდევ ერთი (მოკვდა). შენახვა და მოხმარება. სიბრმავე მჭირს გახელილი თვალებით, სიბნელეში ვარ კაშკაშა აზრებით, სიმთვრალეს უშედეგოდ ვემალები, სიგიჟის მომტანს რისთვის ვეტანები. ხვალინდელი არ დადგება, დღევანდელი არ მორჩება. კიდევ ერთი (შეჯდა), კიდევ ერთი (ჩაჯდა), კიდევ ერთი (მოკვდა).
Submitted by Dahmers Fridge — Apr 26, 2025
მერევა, მერევა, მერევა გული მერევა, მერევა, მერევა გზა მელევა, მელევა, მელევა სული ისევ და ის სევდა ცხოვრებეს ახლიდან ცდა დაწყება დღის, წყურვილი მტ(ვ)რის შევძლებ თუ არა, მე როდესმე ძილს ვერ ვეშვები ფიქრს, ტკივილი ძვლის დაპირებები ვერაფერს ცვლის! ვერ ვბედავ ყვირილს, ნარჩენები მზის სიტყვა "დამშვიდდი" დანასავით მჭრის გახრწნა სულის, ვერ მიგნება გზის ნუთუ მე სული ვაჩუქე მარილს?! ვერ ვგრძნობ შიმშილს, გავხდი ფიტული გიჟის მომენატრე ჩემო თავო, უთავო თავქარიანო ამოდენა სევდა გულო, შენ მითხარი, სად წავიღო გახსოვს, ყველაფერი რა მხიარულად იწყებოდა? ყველაფერი ასე იწყებოდა "პარამპააამ"! და ყველაფერი ასეც უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ... სევდამ წაგვიღო... სევდამ წაგვიღო და აღარაფერი არ დაგვიტოვა სევდამ წაგვიღო არ დაგვიტოვა! აღარაფერი არ დაგვიტოვა, ამის გარდა - პარარამ პამ პამ პამ პურურუმ პუმ პუმ პუმ დრო მოვა და მოკვდება ვნება, ის სევდა ისევ და ისევ და არაფერი არ მორჩება, შენია ნება
Submitted by Infernal Flame — Feb 17, 2026
სევდის მაგვარი სიმშვიდე ტანში, მოჟრუანტელო ტალღები კანში. ვიფიქრე ამას ვერვინ წამართმევს, მაგრამ გავორდი სულ ცოტახანში... ხან ვიძირები უძირო ტბაში, ხანაც კარი ვარ, ვკიდივარ ცაში... რამის თქმას ვცდილობ, ბზარი მაქვს ხმაში, მისი ღრუბელი სველდება ძმარში. ფოთლების შრიალს მივუგდე ყური, თითქოს ჩამესმის ზარის ხმა მთაში. რითმაში რხევით მაცეკვებს ქარი, ამ სიტყვებს მიღმა აზრი რა არის? კონტრასტებს მგონი მაწვდის მომგონი, რა უნდა იყოს მისი სადარი... ვაცნობიერებ, ვიღიმი ტუჩთან: "ეგრე სად არის, ეგრე სად არის!?" გისმენ! და ვერ ვხდები, მითხარი ისევ, თორემ ვნებდები. ზედაპირის სიღრმის ჩაწვდომა მწყურია, ასე ამბობენ - „განცდა რთულია“. საამურია ფიქრი აწმყოზე, წარსულის ჭრილში, მომავლად ქცევით. ყველა ნაპირის სიგრძე ნულია, მასშტაბის ჯამი კუთხით თქმულია. დაძაბულია ჩემი გონება, ცოტა შევსვი და ისევ მწყურია... დრო გაჩერდება, გამახსენდება - ყველა წვრილმანი შენი გულია. ხან ზევით ვარ და ხანაც ქვევით, ნაბიჯი უკვე გადადგმულია. გასაძლისა ჩუმი ტკივილი, შენი გაცნობა ისევ მწყურია. და ამ ვაზიდან ცისარტყელაში, ყველა ნიშანი სასხულია. გისმენ! მტერი ჩემში, ჩემივე ხმით მიმითითებს მიზეზს სხვებში. ცრუ ნაკვალევს მივუყვები, მტვერი ადევთ ფაქტებს სხვენში. სიგიჟის ზღვარს შორით ვლანდავ „ან ახლოა?“ - ვფიქრობ ხვნეშით. აზრის სიღრმეს თუ ჩავწვდები აღარ ვივლი იქნებ ლეშით. სხეულს ისე მივატღევ და გულს ვიმშვიდებ ამ ნუგეშით... თითქოს ვხდები, "არ გაჩუმდე!" მათხოვარი დაგდევ პეშვით. გისმენ! და ვერ ვხდები, მითხარი ისევ, თორემ ვნებდები, ის რაც შენში მათრობს, ვიცი რომ გამათბობს. იქ გააჩერებ დროს, დამტოვებ არასდროს. დავიღალე, მოდი მალე.
Submitted by Corpse Defiler — Apr 26, 2025
Vast Souls And Inhumans Bitten By Infected Jaws Abandoned Minds And Corpses Lurking With Moulded Eyes Lacerated Bodies Without Mourners Nodding In Gallows Crushed Skulls Tasting The Fur Of Dying Cats Needles, Injecting Pain Flamable Skin And Deadly Thirst Beyond Mind Is Sleep To Be Found Leap, Leap, Leap, Leap From Life Leave Yourself Die With Me
Submitted by Nargaroth — Nov 10, 2025
← Go back to Psychonaut 4